ჩემ შესახებ

ჩემი ბიოგრაფია წმინდა სახით ხელოვნებას არ უკავშირდება, თუმცა მშველოდა მხატვრობაში. დავამთავრე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის  ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც. დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ფსიქოლოგად თბილისის 46-ე საშუალო სკოლაში. სამი წლის შემდეგ გადავედი გაზის საერთაშორისო კორპორაციაში შემდეგ თსუ-ს ბიბლიოთეკაში საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილებაში. აჟამადაც ამავე კუთხით ვმუშაობ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
ჩემი პირველი გამოფენა ქ.თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, შენი ნახატები ნაივურია და ზედ არ ეტყობა სამხატვრო აკადემიური სწავლების კვალი, მაგრამ სიმდიდრით აღჭურვილ თვალს მათში რაღაც განძისმაგვარი შეუძლია აღმოაჩინოს.
ვხატავ, ვქარგავ, ვქმნი როცა დრო მაქვს. ..

ნინო ხმალაძე